meteo24 LIVE

ჰაერის ხარისხი

15-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

☁️ 15 მარტს დღის ბოლომდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის ბოლოდან კი 18 მარტამდე დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს.

💨 ქ. თბილისში 16 მარტს გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება, ხოლო 17 და 18 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 16 მარტიდან 17 მარტის დილამდე იწვიმებს, 18 მარტს კი გამოიდარებს.

🌧 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 16-ში კი გაწვიმდება. 17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.

🌧 დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი იქნება. 16 მარტს გაწვიმდება, 17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.

🌨 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 16 მარტს კი მოთოვს. 17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.

💨 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 15 მარტს უნალექო, ხოლო 16-17 მარტს ზოგან წვიმიანი და ქარიანი ამინდი იქნება. 18 მარტს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 16 მარტს კი გაწვიმდება. 17-18 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.

🌦 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 მარტს ზოგან იწვიმებს. 18 მარტს გამოიდარებს. ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 მარტს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

🔗ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: meteo.gov.ge



(Feed generated with FetchRSS)