meteo24 LIVE

ჰაერის ხარისხი

სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის

ამინდის არხი

meteo24 

სტაჟირების პროგრამა

სტაჟირების მიზანი:

  • -          დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა;
  • -          შესაბამისი პროფილის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალების მიცემა;
  • -          პროფესონალების ზედამხედველობით და გამოცდილების გაზიარებით აკადემიური, კარიერული და პროფესიული ზრდისთვის ხელშეწყობა;
  • -          კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა;
  • -          სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში მედიის სფეროში დასაქმების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება სტაჟირების პროგრამაში:

  • -          საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელწიფო ენას, სწავლობს საქართველოს ან უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში და არის მეორე ან უფრო მაღალი კურსის სტუდენტი/ ან სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე /ან არის კურსდამთავრებული (სწავლის დამთავრებიდან არ უნდა იყოს გასული 2 წელი); არხის სტრუქტურული ერთეულის და ასევე სტაჟირების სტაჟირების პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს.
  • -          სტაჟიორის კვალიფიკაცია და საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც სწავლობს სტაჟირების მსურველი თანხვედრაში უნდა იყოს არხის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის პროფილთან.
  • -          არხზე სტაჟიორება შესაძლებელია ნებისმიერ პოზიციაზე, რომელიც გათვალისწინებულია არხის სტრუქტურით. სტაჟირების კონკრეტულ პროგრამას ადგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან კოორდინაციაში.

 სტაჟიორების აყვანის პერიოდულობა და სტაჟირების ვადა:

  • -          სტაჟიორების აყვანა ხორციელდება კვარტლურად, შემოსული განაცხადების კვარტალში ერთხელ განხილვა/შერჩევის გზით.
  • -          სტაჟიორების შერჩევისას აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, ასევე გათვალისწინებული და დაცული უნდა უნდა იყოს გენდერული თანასწორობის პრინციპი. აღნიშნული ნორმების და პრინციპების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
  • -          არხზე სტანდარტული სტაჟირების ვადა განისაზღვრება 1-დან-6 თვემდე. სტაჟირების ვადის გაგრძელება ხდება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოთხოვნისა და სტაჟიორის სურვილის შესაბამისად. სტაჟირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ ორჯერ და სტაჟირების საერთო ვადა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

სტაჟიორთა შერჩევის პროცესი:

  • -          სტაჟირების განაცხადების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის განთავსება ხორციელდება არხის ვებ-გვერდის მეშვეობით www.meteo24.tv
  • -          სტაჟირების პროგრამის შესარჩევი ეტაპის პირველ საფეხურს წარმოადგენს შემოსული აპლიკაციების გადარჩევა, ხოლო მეორეს - გასაუბრება. შერჩევის დამატებითი ეტაპები განისაზღვება სტაჟირების კონკრეტული პოზიციის/პროგრამის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოთხოვნებიდან გამომდინარე.
  • -          სტაჟირების მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა შესაბამის ბმულზე. გამოგზავნილი ინფორმაცია მიიღება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ დამატებით მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად (დამატებითი დოკუმენტების სია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილი იქნება სტაჟირების განაცხადში).
  • -          სტაჟიორების შერჩევას ახორციელებს სპეციალურად შექმნილი შესარჩევი კომისია, რომელიც კომპლექტდება გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით არხის თანამშრომლებიდან.

 სტაჟირებაზე პასუხისმგებელი პირი:

  • -          სტაჟირების გავლის ორგანიზებას უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, ხოლო სტაჟირების გავლის პროცესს ზედამხედველობას უწევს სპეციალურად განსაზღვრული სტაჟირების პროგრამის კოორდინატორი, რომელიც უზრუნველყოფს წინამდებარე წესით განსაზღვრული პროცესების შესაბამისად სტაჟირების განსაზღვრული პროგრამის გავლის მონიტორინგის განხორციელებას. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს ამავე სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომლის უფლებამოსილებაში შედის ან დაევალა სტაჟიორის ხელმძღვანელობა.

სტაჟიორის ხელმძღვანელობა:

  • -          სტაჟიორს, სტაჟირების პერიოდში ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ხელმძღვანელობას სტაჟირების გავლის პერიოდში.
  • -          სტაჟიორის ხელმძღვანელი განსაზღვრავს მის უფლება-მოვალეობებს და ასევე განსაზღვრავს თუ რა დოკუმენტებთან ან/და საქმიანობასთან შეიძლება ჰქონდეს მას წვდომა.
  • -          სტაჟიორზე დაუშვებელია გაიცეს აკრედიტაციები უმაღლეს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოებში, ასევე სამთავრობო ღონისძიებებზე ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე.
  • -          სტაჟიორისთვის შესასრულებლად დავალებული სამუშაოს საბოლოო შედეგზე და ხარისხზე პასუხისმგებელია სტაჟიორის ხელმძღვანელი.

სტაჟიორს უფლება აქვს, ხელმძღვანელის თანხმობით:

  • -          გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას რომელიც საჭიროა მის მიერ სტაჟირების ფარგლებში დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად;
  • -          დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს არხის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
  • -          სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, წერილობითი ფორმით შეატყობინოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.

 სტაჟიორი ვალდებულია:

  • -          დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე;
  • -          დაიცვას დაწესებულებაში შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
  • -          მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დროულად აცნობოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს;
  • -          სტაჟირების პერიოდის გავლის შემდეგ გამოცხადდეს ადმინისტრაციაში და ჩააბაროს მის ხელთ არსებული ან./და მის მფლობელობაში გადაცემული არხის მატერიალური ფასეულობები (კომპიუტერი და ა.შ.).
  • -          დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია; სტაჟიორი ვალდებულია:

 სტაჟირების დასრულება:

  • სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ არაუგვიანეს სამ სამუშაო დღეში სტაჟიორის ხელმძღვანელი ახდენს სტაჟიორის შეფასებას. სტაჟიორის შეფასების ფურცლის წარდგენის შემდეგ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური გასცემს დამადასტურებელ დოკუმენტს სტაჟირების გავლის შესახებ.